უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალები ქალაქ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალები ქალაქ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად, დონეცკის ოლქში რუსეთის ძალები ქალაქ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.

„მოწინააღმდეგე არ წყვეტს შეტევით ქმედებებს აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში. მტერი ინტენსიურ საცეცხლე ზემოქმედებას ახორციელებს შეხების მთელი ხაზის გასწვრივ და დონეცკის, სლობოჟანისა და იუჟნი ბუგის რაიონებში ჩვენი ჯარების თავდაცვის შიგნით. საბრძოლო მოქმედებების ყველაზე მაღალი აქტივობა შეინიშნება დონეცკის ოპერაციულ რაიონში, კერძოდ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მახლობლად. დონეცკის მიმართულებაზე მოწინააღმდეგე ფოკუსირებულია შეტევითი ოპერაციის ჩატარებაზე ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევის მიზნით ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, იზრდება ბელარუსის მხრიდან სარაკეტო და საავიაციო დარტყმების საფრთხე. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრიდან 50 კილომეტრში, ბრესტის ოლქში „ისკანდერ-M“-ის დივიზიონი განათავსა. ამასთან, უკრაინული მხარის მონაცემებით, მოწინააღმდეგე მხარე ემზადება შეტევის განსაახლებლად სლავიანსკის მიმართულებით და განაგრძობს მიტაცებულ ტერიტორიებზე უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის ტაქტიკის გამოყენებას.