უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ბერდიანსკის მიმართულებით ერთ კილომეტრამდე მანძილზე წაიწიეს წინ
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ბერდიანსკის მიმართულებით ერთ კილომეტრამდე მანძილზე წაიწიეს წინ

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ბერდიანსკის მიმართულებით 500 მეტრიდან ერთ კილომეტრამდე მანძილზე წაიწიეს წინ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი კოვალიოვმა განაცხადა.

მისი ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა სამ კვადრატულ კილომეტრამდე ფართობის ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი.

ამას გარდა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებს გასული დღე-ღამის განმავლობაში წინსვლა აქვთ ბახმუტის მიმართულებით ბერხოვსკის წყალსაცავის რაიონში, ასევე ტორეცკის მიმართულებით.