უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა ღამით ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა ღამით ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა

გასულ ღამეს რუსეთმა ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, რუსმა სამხედროებმა 34 სარაკეტო და 85 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე 114 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.

გასულ 24 საათში ფრონტზე სულ 95 სამხედრო შეტაკება მოხდა.

ავდეევკის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები მეტი უკრაინელის სიცოცხლის გადასარჩენად.