უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოთხ მიმართულებაზე მოწინააღმდეგის 69 თავდასხმა მოიგერიეს
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოთხ მიმართულებაზე მოწინააღმდეგის 69 თავდასხმა მოიგერიეს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოთხ მიმართულებაზე მოწინააღმდეგის 69 თავდასხმა მოიგერიეს.

როგორც გენშტაბში აცხადებენ, მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებზე. აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ბახმუტისთვის, ავდეევკისა და მარინკისთის.

უკრაინული მხარის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ ხუთი დარტყმა განახორციელა ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილზე, ასევე ჩამოგდებულია სადაზვერვო დრონი.