უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის სამეთაურო პუნქტებზე, სადაზვერვო სისტემებსა და საწვავის საწყობებზე დრონებით ირიშები მიიტანეს

17:23, 04.09.2026

გასულ ღამეს უკრაინელებმა რუსეთის სამეთაურო პუნქტებზე, სადაზვერვო სისტემებსა და საწვავის საწყობებზე დრონებით იერიშები მიიტანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დონეცკთან ახლოს დრონების შენახვის, მომზადებისა და გაშვების ადგილი დაბომბეს. საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ფედოროვკაში – სამეთაურო, ხოლო პეტრივკაში სამეთაურო-სადაზვერვო პუნქტებზე.

მედიის ცნობით, უკრაინელებმა რუსეთში, ბრიანსკის ოლქში იერიში სარადარო სისტემაზეც მიიტანეს.

მსგავსი