უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 11 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველას ჩამოგდება შეძლო
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 11 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველას ჩამოგდება შეძლო

რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 11 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველას ჩამოგდება შეძლო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა განახორციელა ექვსი სარაკეტო, 51 საჰაერო და 66 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, მათი უმეტესობა მიმართული იყო უკრაინის ჯარებისა და უკრაინის დასახლებული პუნქტებისკენ.

ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა.

როგორც მედია წერს, თავდასხმის შედეგად დაღუპული არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის თავდაცვის მიერ მოგერიებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ხმელნიცკის რაიონში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა.