უკრაინის გენშტაბი - შეიარაღებული ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ თავიდან აირიდონ ოკუპანტების წინსვლა კრივოი-როგის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის მიმართულებით
უკრაინის გენშტაბი - შეიარაღებული ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ თავიდან აირიდონ ოკუპანტების წინსვლა კრივოი-როგის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის მიმართულებით

უკრაინის შეიარაღებული ძალები თავიანთი ძირითადი ძალისხმევით კონცენტრირებული არიან იმაზე, რომ თავიდან აირიდონ ოკუპანტების წინსვლა კრივოი-როგის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის მიმართულებით. ამის შესახებ უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

„თავდაცვის ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია მტრის წინსვლის აღსაკვეთად კრივოი-როგის, ზაპოროჟიეს და ქალაქ ნიკოლაევის მიმართულებით, ასევე ზღვის სანაპიროს გარკვეული მონაკვეთების შენარჩუნებაზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვასა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაზე“, – განაცხადეს გენშტაბში.

მათივე ცნობით, ამავდროულად, ოკუპანტები კიდევ უფრო მეტად ცდილობენ ნიკოლაევის ხაზის გარღვევას. იუჟნობუგსკის მიმართულებით მოწინააღმდეგე არტილერიის გამოყენებით ბომბავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს.