უკრაინის გენშტაბი - რუსული ჯარის ცალკეულ დანაყოფთა სამხედროების 80 პროცენტზე მეტს საომარ მოქმედებებში კვლავ ჩაბმა არ სურს
უკრაინის გენშტაბი - რუსული ჯარის ცალკეულ დანაყოფთა სამხედროების 80 პროცენტზე მეტს საომარ მოქმედებებში კვლავ ჩაბმა არ სურს

ომში მონაწილე რუსული ჯარის ცალკეული დანაყოფების ჯარისკაცების 80 პროცენტზე მეტს საომარ მოქმედებებში კვლავ ჩაბმა არ სურს. მეთაურები კი კრძალავენ რუსი ჯარისკაცების სამსახურიდან გათავისუფლებას, თუ მათ კონტრაქტი დაუმთავრდათ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მტერი აგრძელებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„ოკუპანტებს ეკრძალებათ ჯარების რიგების დატოვება, ვიდრე ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. კონკრეტულ თარიღებს მათ არ უსახელებენ. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მტერი აგრძელებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსი ჯარისკაცები ძარცვავენ სახლებს, მიჰყავთ ავტომობილები და უკანონოდ აკავებენ უკრაინის მოქალაქეებს. რუსები ასევე აგრძელებენ ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ისინი აყენებენ სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს სარკინიგზო კვანძებსა და საკომუნიკაციო ხაზებს, სადგურებს, საცხოვრებელ უბნებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო ადგილებს“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა სრულად გაიყვანეს საჯარისო ნაწილები სუმის რეგიონიდან რუსეთის ფედერაციაში.