უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ძალები მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით უტევენ, უგლედარსა და ზაპოროჟიეში კი თავდაცვით პოზიციებს ინარჩუნებენ
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ძალები მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით უტევენ, უგლედარსა და ზაპოროჟიეში კი თავდაცვით პოზიციებს ინარჩუნებენ

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი, ბახმუტის მიმართულებით უტევენ. დანარჩენ მიმართულებებზე, როგორებიცაა უგლედარი და ზაპოროჟიე, თავდაცვითი პოზიციებს ინარჩუნებენ.

როგორც უწყების ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის ძალები ავდეევკაში ცდილობენ ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გარშემო არსებული დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლს ხსნიან.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული ძალების რამდენიმე დისლოკაციის ადგილზე თავდასხმები განახორციელეს, შედეგად, რუსულ მხარის დანაკარგია 100-მდე ადამიანი და ხუთი ერთეული სამხედრო ტექნიკა.