უკრაინის გენპროკურორი - სააკაშვილი ხალხს რუსეთში გაქცეული კურჩენკოსგან მიღებული ფულით ატყუებს
უკრაინის გენპროკურორი - სააკაშვილი ხალხს რუსეთში გაქცეული კურჩენკოსგან მიღებული ფულით ატყუებს

სააკაშვილი, რომელიც უკრაინელების ზურგსუკან იმალება, რუსეთში გაქცეული კურჩენკოსგან მიღებული ფულით ატყუებს ხალხს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ სახელმწიფოზე. სააკაშვილი კი, რომელიც უკრაინელების ზურგსუკან იმალება, კურჩენკოსგან მიღებული ფულით ატყუებს მათ და მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს”, – განცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ლუცენკოს თქმით, ძალოვანები შემდეგშიც გააგრძელებენ სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ხანდახან მათთვის მინიჭებული უფლებების გამოყენებაზე უარის თქმითაც.

“თუმცა სააკაშვილს მაინც დავაკავებთ”, – განაცხადა იური ლუცენკომ.

გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით,  უკრაინიდან რუსეთში გაქცეულმა ოლიგარქმა სერგეი კურჩენკომ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებს 500 ათასი დოლარი გადასცა. გუშინვე, საღამოს რადაში გამოსვლისას, ლუცენკომ აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ ჩაშალა რუსეთის ფე-ეს-ბე-ს მიერ დაგეგმილი „რუსული ზამთრის“ მოწყობა კიევში, რომლის შემსრულებელიც მიხეილ სააკაშვილი იყო.