უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა

17:45, 12.12.2017

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 18 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარა.

შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„2017 წლის 18 დეკემბერს, 09:30 საათზე უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეთ 04.12.2017 წლის სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრიანის გენერალურ პროკურატურას სამი მუხლის საფუძველზე აქვს საქმე აღძრული – კერძოდ, მე-15 მუხლი(დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლი (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლი (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).

გუშინ კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დეპუტატების თავდებობით გაათავისუფლა.

 

მსგავსი