უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ორ ქარხანაზე თავდასხმა განახორციელეს

23:19, 18.11.2026

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის სამხრეთით, კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ორ ქარხანას დაარტყეს, – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

შტაბის ცნობით, დაზიანდა ილსკის ქარხნის ნავთობის რეზერვუარები და აფიპსკის ქარხნის ნავთობგადამამუშავებელი დანადგარი.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ოპერაციის მიზანი რუსეთის სამხედრო ძალებისთვის საწვავის მიწოდების შეფერხება და სამხედრო მოქმედებების დაფინანსებისთვის საჭირო შემოსავლების შემცირებაა.

მსგავსი