უკრაინის გენერალური შტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
უკრაინის გენერალური შტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის სამარის ოლქში მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. ზარალის მასშტაბი უცნობია.

გარდა ამისა, უკრაინიის გენშტაბის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ერთ-ერთი ქვედანაყოფის უპილოტო აპარატების საწყობზე. ასევე, დაზუსტდა ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგები – დაზიანდა ნავთობის გადამუშავების დანადგარები, ნავთობპროდუქტების რეზერვუარი და მილსადენები.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს რუსეთის ქალაქ რიაზანში, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წლიური გადამუშავების მოცულობა 8.8 მილიონი ტონაა.