უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის კანდიდატურა განიხილება

17:29, 23.07.2019

უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე რუსლან რიაბოშაპკის კანდიდატურა განიხილება, – ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა. მისი თქმით, იური ლუცენკოს სავარაუდოდ რიაბოშაპკი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ ერთ-ერთი პირველი სწორედ გენერალური პროკურორი შეიცვლება.

თავად მოქმედი გენერალური პროკურორი იური ლუცენკო რამდენიმე დღის წინ შვებულებაში გავიდა.

მსგავსი