უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც ახალი წლის აღსანიშნად ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობა დატოვა
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც ახალი წლის აღსანიშნად ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობა დატოვა

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის პროკურატურასა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მას შემდეგ, რაც ალექსეი სიმონენკოს დასვენების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

როგორც ცნობილი გახდა, სიმონენკო ახალი წლის აღსანიშნად ოჯახთან ერთად 10 დღით იმყოფებოდა ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელიაში, რა დროსაც ბიზნესმენისა და დეპუტატის, გრიგორი კოზლოვსკის მანქანა გამოიყენა.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო თანამდებობის პირებს უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით შეეძლებათ. ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკადრო ცვლილებები დაანონსა.