უკრაინის გენერალური პროკურორი - გენერალური პროკურორის ახალი უფლებამოსილებები ხელს შეუწყობს ახალი ენერგიის მიცემას სისხლის სამართლის საქმეებისთვის, რომლებიც წლები არ იყო გამოძიებული
უკრაინის გენერალური პროკურორი - გენერალური პროკურორის ახალი უფლებამოსილებები ხელს შეუწყობს ახალი ენერგიის მიცემას სისხლის სამართლის საქმეებისთვის, რომლებიც წლები არ იყო გამოძიებული

გენერალური პროკურორის უფლებამოსილებები, რომლებიც მან ახალი კანონით მიიღო, ხელს შეუწყობს ახალი ენერგიის მიცემას იმ სისხლის სამართლის საქმეებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში არ იყო გამოძიებული, – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინის გენერალური პროკურორის განმარტებით, ახალი უფლებამოსილებები ასევე საშუალებას აძლევს გენერალურ პროკურორს, შექმნას საგამოძიებო ჯგუფი ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად.

„შესაძლოა, ისინი არ იძიებენ, არ მინდა, ვინმე დავადანაშაულო. ყველა უწყებაში არის საქმეები, რომლებიც არ იძიება და საჭიროებს გამოსწორებას. ჩემი უფლებამოსილებების ფარგლებში, რომლებიც შეიძლება მომეცეს, შემიძლია, შევქმნა პროკურორების ჯგუფი გენერალური პროკურატურიდან, სპეციალური ანტიკორიფციული პროკურატურიდან, დავამატო ახალი თანამშრომლები. ასევე, არაეფექტურობის დადგენის შემთხვევაში, შემიძლია, ის სხვა სამართალდამცავ ორგანოს გადავცე წინასწარი გამოძიების გასაგრძელებლად, ერთი მიზნის მისაღწევად. ჩემი უფლებამოსილებები გენერალურ პროკურორს საშუალებას მისცემს, დაეხმაროს ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს ან მოითხოვოს ეროვნული ანტიკორუფციულ ბიუროს დახმარება სხვა სამართალწარმოებებში, რომლებსაც სხვები იძიებენ, როგორებიცაა სახელმწიფო გამოძიების ბიურო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. ეს არის ერთმანეთის დახმარების საერთო შესაძლებლობა“, – აღნიშნა რუსლან კრავჩენკომ.