უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად ქვეყანაში 347 ბავშვი დაიღუპა, 648 კი დაშავდა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად ქვეყანაში 347 ბავშვი დაიღუპა, 648 კი დაშავდა

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 347 ბავშვი დაიღუპა, 648 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 995-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. 2022 წლის 10 ივლისის დილის მდგომარეობით, დღე-ღამეში მსხვერპლ ბავშვთა ოფიციალური რაოდენობა არ შეცვლილა და შეადგენს 347-ს. დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა, დაშავებულია 648-ზე მეტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ციფრები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებების ადგილების, დროებით ოკუპირებული და გათავისუფლებულ ტერიტორიების მონიტორინგი.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში დაიღუპა და დაშავდა.