უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 198 ბავშვი დაიღუპა, დაჭრილია 355

12:07, 15.04.2022

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 198 ბავშვი დაიღუპა, დაჭრილია 355.

უწყებაში ამბობენ, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ზუსტი არ არის, რადგან რეგიონებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და რომლებიც რუსების ალყაშია, მონაცემების შეგროვება ვერ ხერხდება.

ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, კიევისა და ხარკოვკის ოლქებში დაშავდა.

მსგავსი