უკრაინის „ფორპოსტის“ ბრიგადის ცნობით, ხარკოვის ოლქში, ქალაქ ვოვჩანსკის აღების შესახებ რუსეთის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება

12:09, 17.12.2025

ხარკოვის ოლქში, ქალაქ ვოვჩანსკის აღების შესახებ რუსეთის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ უკრაინის „ფორპოსტის“ ბრიგადის პრესსამსახურის უფროსმა, რომან კოსემ განაცხადა.

რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას რომან კოსემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალები ვოვჩანსკში, კერძოდ, ქალაქის სამხრეთ ნაწილებში იმყოფებიან.

სამხედრო ოფიცერმა აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა გარკვეული პროგრესი განიცადეს, თუმცა ისინი მთლიან ქალაქს არ აკონტროლებენ.

კოსემ განმარტა, რომ ვოვჩანსკისთვის ბრძოლა რამდენიმე წელია, მიმდინარეობს და თავად ქალაქში ამჟამად ვითარება ძალიან რთულია. მისი თქმით, ქალაქისგან ახლა მხოლოდ სახლების ნანგრევებია დარჩენილი.

ამასთან, უკრაინულმა მედიამ 1-ელ დეკემბერს „გარტის“ ბრიგადაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსებმა ვოვჩანსკი გაანადგურეს, მაგრამ უკრაინული ძალები ხელს უშლიდნენ მათ შემდგომ წინსვლაში. მათივე ცნობით, რუსები ამ მიმართულებით ერთ წელზე მეტია, ცდილობენ წინსვლას.

ცნობისთვის, 2 დეკემბერს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა სამხედრო მეთაურებმა ვლადიმერ პუტინს პოკროვსკისა და ვოვჩანსკის დაკავების შესახებ ანგარიში წარუდგინეს.

მსგავსი