უკრაინის ფინანსთა მინისტრი - მიხეილ სააკაშვილი თაღლითია, ჩამოვიდა, რაღაც იდეებისთვის ხორცი რომ შეესხა და არ გამოუვიდა
უკრაინის ფინანსთა მინისტრი - მიხეილ სააკაშვილი თაღლითია, ჩამოვიდა, რაღაც იდეებისთვის ხორცი რომ შეესხა და არ გამოუვიდა

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს თაღლითობაში დასდო ბრალი. განცხადება სერგეი მარჩენკომ მას შემდეგ გააკეთა, რაც სააკაშვილმა მისი სამინისტრო კორუფციაში დაადანაშაულა. ამის შესახებ lb.ua წერს.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ფინანსთა მინისტრს ბრალი მიუძღვის საბაჟოსა და საგადასახადო ორგანოებში კორუფციაში. ეს განცხადება სააკაშვილმა ტელეკომპანია „უკრაინის“ ეთერში გააკეთა. საპასუხოდ, უკრაინის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი „რაღაცას ცდილობდა, მაგრამ იდეებმა არ გაამართლა“ და ახლა ის საკუთარ წარუმატებლობას სხვებს აბრალებს.

„ის არის თაღლითი, ის ჩამოვიდა, რათა ეცადა რაღაც იდეების ხორცშესხმა, რაც არ გამოუვიდა. ახლა თავის წარუმატებლობაში მე მადანაშაულებს. ამიტომ ვეტყვი მას, ბატონო სააკაშვილო, თქვენ რაც შეგეძლოთ, უკვე დაგვანახეთ ოდესის გუბერნატორად მუშაობის დროს. ახლა კი, უკვე საპნის ბუშტს გაბერვას ცდილობთ. შენ ფეიკი ხარ, შენ ფეიკ ისტორია ხარ, რომელსაც ინფორმაციული მხარდაჭერა აქვს და რატომღაც ითვლება, რომ ხელით უნდა გატარებდნენ“, – განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა.

უკრაინის ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მისი უწყების კორუფციაში დადანაშაულება არანორმალურია, რადგან სააკაშვილი საბაჟოზე კორუფციაში ფინანსთა სამინისტროს ადანაშაულებს, როდესაც კონტრაბანდის საკითხი სამართალდამცავებს ეხება.

დატოვე კომენტარი