უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რადაში ხორვატიის მაისურით მივიდა

03:00, 11.07.2018

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდერ პაველკო უმაღლეს რადაში ხორვატიის ნაკრების მაისურითა და შარფით გამოცხადდა.

პაველკომ ამ გზით დაუჭირა მხარი ოგნენ ვუკოევიჩს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, ხორვატიის ნაკრების დელეგაციიდან გარიცხეს იმ ცნობილი ვიდეოს გამო, რომელშიც ის და ნაკრების მცველი დომაგოი ვიდა რუსეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ ერთად ყვირიან: „დიდება უკრაინას!“

უფრო ადრე, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ხორვატები დაიცვა და გამოთქვა მზადყოფნა – თავად გადაიხადოს ვიდასთვის დაწესებული ფულადი ჯარიმა.

მსგავსი