უკრაინის „ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს“ დირექტორი სემიონ კრივონოსი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღებით რადამ საფრთხე შეუქმნა უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
უკრაინის „ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს“ დირექტორი სემიონ კრივონოსი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღებით რადამ საფრთხე შეუქმნა უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

უკრაინის „ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს“ დირექტორი სემიონ კრივონოსი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღებით რადამ საფრთხე შეუქმნა უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

კრივონოსმა აღნიშნა, რომ რადას გადაწყვეტილების შემდეგ „ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ“ და „სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ“, ფაქტობრივად, შეწყვიტეს დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ ინსტიტუტებად ყოფნა.

კრივონოსმა მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, არ მოაწეროს ხელი ამ კანონპროექტს და შესაბამისი ვეტოთი დააბრუნოს იგი.

„ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხე ექმნება. ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ფაქტობრივად, სრულად გადადის, შეიძლება ითქვას, დამოკიდებულ რეჟიმზე“, – აღნიშნა სემიონ კრივონოსმა.

უკრაინის რადას სპიკერმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციული ბიუროს და ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობა უქმდება.