უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ სამმართველოებში ჩხრეკას ატარებს
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ სამმართველოებში ჩხრეკას ატარებს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ცენტრალურ აპარატში, ასევე რეგიონულ სამმართველოებში ჩხრეკას ატარებს.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რაც შეეხება საგადასახადო სამსახურის რეგიონულ სამმართველოებს, როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ გახდა ცნობილი, ჩხრეკა ტარდება ხმელნიცკის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიესა და ლვოვის ოლქების სამმართველოებში.

ჩხრეკის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მედიასაშუალება არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები, შესაძლოა, ენერგეტიკის სფეროში მასშტაბურ კორუფციულ საქმეს უკავშირდებოდეს.