უკრაინის ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კორუფციის ბრალდებით დაკავება სასამართლოში გაასაჩივრა

20:36, 16.02.2026

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ „უკანონო დაკავებასთან“ დაკავშირებით სასამართლოში საჩივარი შეიტანა. უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჩივრის განხილვა დღეს, საღამოს 17:00 საათზე იყო დაგეგმილი.

ცნობისთვის, უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, გერმან გალუშჩენკოს ფულის გათეთრებისა და კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდება წარედგინა.

გალუშჩენკო გუშინ, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.

მსგავსი