უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ რუსული დრონები უკრაინის სამხრეთ ოდესის ოლქში გაზის ტრანსპორტირების სისტემას დაესხნენ თავს
რუსული დრონები უკრაინის სამხრეთში, ოდესის ოლქში გაზის ტრანსპორტირების სისტემას დაესხნენ თავს, – ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მიკოლა კოლისნიკი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მილსადენის საშუალებით ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირი საბერძნეთიდან უკრაინას მიეწოდებოდა. მიკოლა კოლისნიკს ზარალის მასშტაბის შესახებ განმარტება არ გაუკეთებია.
„მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, როგორ განახორციელა მტერმა მიზანმიმართული დარტყმები, განსაკუთრებით ოდესის რეგიონში, მათ შორის გაზის ტრანსპორტირების სისტემასა და გაზის ტრანსპორტირების სისტემის ობიექტებზე. ენერგეტიკულ სისტემაში არსებული სიტუაცია გართულებულია მიმდინარე დაბომბვის შედეგად, როგორც ინტეგრირებული ენერგოსისტემის ყველა ელემენტზე გადამცემი სისტემის მასირებული დაბომბვის, ასევე ლოკალური დაბომბვის შედეგად“, – განაცხადა კოლისნიკმა.
როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთმა ბოლო თვეებში მკვეთრად გაზარდა უკრაინის გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების რაოდენობა და ინტენსივობა.