უკრაინის ძალებში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში რუსული ფლოტის გემს დაარტყეს, რის შედეგადაც ხომალდი მწყობრიდან გამოვიდა
უკრაინის ძალებში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში რუსული ფლოტის გემს დაარტყეს, რის შედეგადაც ხომალდი მწყობრიდან გამოვიდა

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმი აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსული ფლოტის გემს დაარტყეს, რის შედეგადაც ხომალდი მწყობრიდან გამოვიდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ნოვოროსიისკის მახლობლად მათ ზუსტი დარტყმა უკრაინული წარმოების საბრძოლო დრონით განახორციელეს და რუსული გემის ელექტრონული დაზვერვის აღჭურვილობა გაანადგურეს.

მათივე ცნობით, რუსეთს აღნიშნული გემის აღდგენა საკმაოდ ძვირი დაუჯდება.

უკრაინული მედია წერს, რომ საჰაერო დარტყმის მომენტში MPSV07-ის ტიპის მრავალფუნქციური გემი, რომლის ღირებულებაც 60 მილიონი დოლარია, რადიოელექტრონულ დაზვერვას ახორციელებდა. მათივე ცნობით, რუსეთს სულ 4 ასეთი ხომალდი აქვს.