უკრაინის ძალებმა მოსკოვზე, ასევე რუსეთის ათობით რეგიონზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, ერთი ადამიანია დაღუპული
უკრაინის ძალებმა ღამის საათებში მოსკოვზე, ასევე რუსეთის ათობით რეგიონზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს.
რუსეთის ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვამ 155 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, მათ შორის 11 მოსკოვისკენ მიმავალი.
მოსკოვის ოთხი აეროპორტიდან სამმა – დომოდედოვოს, ვნუკოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.
ყველაზე მეტი დრონი უკრაინის საზღვართან მდებარე კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებთან ჩამოაგდეს.
როგორც „როიტერი“ წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობას ავრცელებს.