უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 20 ჟურნალისტი დაიღუპა
უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 20 ჟურნალისტი დაიღუპა

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 20 ჟურნალისტი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი ავრცელებს.

კავშირმა გამოაქვეყნა იმ ჟურნალისტების სახელები, რომელთა დაღუპვის შესახებ ცნობები უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაადასტურეს.

მათი ცნობით, დაღუპულთა შორის უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც არიან.

კავშირში აღნიშნავენ, რომ უკვე მრავალი დღეა, კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს ვერ უკავშირდებიან, თუმცა მათი მდგომარეობის შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერ არ აქვთ.