უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას სტუმრის სტატუსით მიიღებს
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას სტუმრის სტატუსით მიიღებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ელიზავეტა იასკო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას სტუმრის სტატუსით მიიღებს. გამოცემა „ელბესთან“ ინტერვიუში იასკომ განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთის დელეგაციას წინააღმდეგობა მარტომ გაუწიოს.

„მივდივარ არაოფიციალური ვიზიტით. დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, თუმცა მე არ მაქვს სტატუსი და უფლებამოსილება. სტუმრის სტატუსით ვიქნები. დაგეგმილი მაქვს ბევრი შეხვედრა, ყველას უნდა გავეცნო და ყველაფერი შევისწავლო“ – განაცხადა დეპუტატმა.

უკრაინის დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კიევში ამბობენ, რომ ესაა პასუხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებაზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე გაიმართება.

დატოვე კომენტარი