უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კიევი კონტრშეტევას უახლოეს მომავალში დაიწყებს
უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კიევი კონტრშეტევას უახლოეს მომავალში დაიწყებს

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, კიევი კონტრშეტევას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

იაპონურ მედიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმიას კონტრშეტევისთვის საჭირო შეიარაღება უკვე აქვს და დრო მეტად აღარ უნდა დაიხარჯოს, რადგან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

„ჩვენ უნდა განვდევნოთ რუსეთი ჩვენი ტერიტორიიდან. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ძალა და საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ გვჭირდება იარაღისა და საბრძოლო მასალის დიდი მარაგი, რომ წარმატებით გავაგრძელოთ ოპერაცია“, – განაცხადა კირილ ბუდანოვმა.