უკრაინის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის „კორეულ“ სცენარს განიხილავს
უკრაინის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის „კორეულ“ სცენარს განიხილავს

უკრაინის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის „კორეულ“ სცენარს განიხილავს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გენერალმა კირილ ბუდანოვმა გააკეთა.

მისი თქმით, შესაძლებელია, პუტინი შეეცადოს უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების ერთ კვაზი-სახელმწიფოდ გაერთიანებას.

კიევთან განცდილი მარცხისა და უკრაინის ხელისუფლების გადაყენების გეგმის ჩაშლის შემდეგ, პუტინი ცვლის მთავარ ოპერატიულ მიმართულებას – ეს სამხრეთი და აღმოსავლეთი იქნება. ეს იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ განიხილავს „კორეულ სცენარს“ უკრაინისთვის. ანუ ის შეეცდება თავს მოახვიოს უკრაინას დაშორიშორების ხაზი ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ტერიტორიებს შორის. ეს ფაქტობრივად იქნება მცდელობა, უკრაინაში შეიქმნას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა. მთელი უკრაინის გადაყლაპვას ის ნამდვილად ვერ შეძლებს“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის დღემდე აქტუალური რჩება სახმელეთო დერეფნის გაჭრა ყირიმის ნახევარკუნძულისკენ, თუმცა ამ მიზნის მიღწევაში მას ხელს უშლის დაუმორჩილებელი მარიუპოლი.

დატოვე კომენტარი