უკრაინის დაზვერვა – ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფმა დასავლეთ რუსეთში განლაგება დაიწყო

18:22, 05.08.2026

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფმა დასავლეთ რუსეთში განლაგება დაიწყო, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის ანგარიშში. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ შეიძლება, დანაყოფს 120-მდე ბალისტიკური რაკეტა და ექვსი გამშვები მოწყობილობა ჰქონდეს.

უკრაინის დაზვერვის მთავარი დირექტორატის წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 90 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი სარაკეტო დანაყოფის განთავსებას რუსეთის დასავლეთში, ვორონეჟის რეგიონში, მისი 112-ე სარაკეტო ბრიგადის ფარგლებში.

დასავლური მედიის შეფასებით, ფხენიანმა უკვე გაუგზავნა რუსეთს 40 ერთეული KN-23 და KN-24 ბალისტიკური რაკეტების ახალი პარტია, ხოლო გასულ კვირას რუსეთმა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთკორეული ორი რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით.

მსგავსი