უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში სავარაუდოდ, უამინდობის გამო ვერ დაჯდა
უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში სავარაუდოდ, უამინდობის გამო ვერ დაჯდა

უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც კიევი-თბილისის რეისს ასრულებდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს.

აღნიშნული რეისის მგზავრების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის დაშვება მფრინავმა უამინდობის გამო ვერ შეძლო, რის გამოც ისინი ქუთაისში გადაიყვანეს.

მგზავრების ნაწილმა დედაქალაქის მიმართულებით თვითმფრინავით მგზავრობაზე უარი თქვა, უმეტესობა კი რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისის აეროპორტიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით გაფრინდა.

ამ დროისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს თვითმფრინავების მიღება შეფერხების გარეშე შეუძლია.