უკრაინის არმიის საჰაერო ძალებში ალექსეი არესტოვიჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ უკრაინას „X-22“ ტიპის რაკეტის ჩამოსაგდები საშუალებები არ გააჩნია
უკრაინის არმიის საჰაერო ძალებში ალექსეი არესტოვიჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ უკრაინას „X-22“ ტიპის რაკეტის ჩამოსაგდები საშუალებები არ გააჩნია

უკრაინის არმიის საჰაერო ძალებში ალექსეი არესტოვიჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ უკრაინას „X-22“ ტიპის რაკეტის ჩამოსაგდები საშუალებები არ გააჩნია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერის, იური იგნატის განცხადებით, ყველას სურს, რომ ინფორმაცია საკუთარი რესურსებით გაავრცელოს, თუმცა ეს ხდება გადამოწმების გარეშე და შეუთანხმებლად.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.