უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის ზონები სამჯერ დაბომბა

12:00, 27.03.2023

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ქალაქები კრამატორსკი და სლავიანსკი დაბომბეს. გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სუმის რეგიონის 10 დასახლებულ პუნქტზე, ასევე ხარკოვის ოლქში 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ორი სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 600-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლეს, ასევე ააფეთქეს ათობით ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო სისტემები და ჯავშანტექნიკა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის ზონები სამჯერ დაბომბა.

მსგავსი