უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 17 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა, განადგურებულია 1 694 საბრძოლო ჯავშანმანქანა
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 17 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა, განადგურებულია 1 694 საბრძოლო ჯავშანმანქანა

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული ჯარის ცოცხალი ძალის დანაკარგები 17 000-ს აღწევს.

უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობთ წერს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებულია რუსული საარმიო ნაწილების 586 ტანკი, 1 694 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 302 საარტილერიო სისტემა, 95 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 54 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

მედიის ცნობით, ასევე განადგურებულია 123 სამხედრო თვითმფრინავი, 127 ვერტმფრენი და 66 ოპერატიული დონის უპილოტო საფრენი აპარატი.