უკრაინის არმიამ როსტოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების საწყობი დაბომბა, უკრაინული მედიის ცნობით, განადგურდა სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავების საწყობი
უკრაინის არმიამ როსტოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების საწყობი დაბომბა, უკრაინული მედიის ცნობით, განადგურდა სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავების საწყობი

უკრაინის არმიამ რუსეთის როსტოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების საწყობი დაბომბა. უკრაინული მედიის თანახმად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდასხმა რაკეტა „ნეპტუნით“ განახორციელა.

გავრცელებული ცნობით, პირველ ეტაპზე უკრაინის უპილოტო თვითმფრინავებმა „გადატვირთეს“ რუსული საჰაერო თავდაცვა, შემდეგ კი „ნეპტუნმა“ დაარტყა ობიექტს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, განადგურდა სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავების საწყობი.

აღნიშნულ აპარატებს რუსეთი იყენებს უკრაინის ქალაქებსა და ფრონტის ხაზზე დაბომბვის დროს თავდასხმის კორექტირებისთვის.