უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მძღოლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

00:57, 11.01.2026

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მძღოლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

როგორც მედია იუწყება, ჩხრეკის დროს ტელეფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს.

ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ აქტიურია, თუმცა ანტიკორუფციული ბიურო არ აპირებს ზეწოლის შედეგად სწრაფად მოქმედებას.

ცნობისთვის, ანდრეი ერმაკმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა უკრაინაში ხმაურიანი კორუფციული სკანდალის შემდეგ დატოვა. მანამდე ანდრეი ერმაკის ოფისში ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა.

მსგავსი