უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ქვეყნის ეროვნულ ბანკსა და ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა
უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ქვეყნის ეროვნული ბანკში ჩხრეკა ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ჩხრეკა ჩატარდა ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის საცხოვრებელ მისამართზეც, თუმცა დაკავებული არავინ არის.
ჩხრეკის ფაქტს ადასტურებენ ცენტრალურ ბანკშიც. მათი თქმით, ბანკი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
ამჟამად უცნობია, რა მიზეზით ჩაატარდა ჩხრეკა უკრაინის ეროვნული ბანკის შენობასა და ბანკის თანამშრომლის საცხოვრებელ მისამართზე.