უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - „მარცვლეულის დერეფანში“ გემებს თურქეთის სამხედრო-საზღვაო ხომალდები გააცილებენ, თუ რუსეთი შეთანხმებიდან გავა
უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - „მარცვლეულის დერეფანში“ გემებს თურქეთის სამხედრო-საზღვაო ხომალდები გააცილებენ, თუ რუსეთი შეთანხმებიდან გავა

„მარცვლეულის დერეფანში“ გემებს თურქეთის სამხედრო-საზღვაო ხომალდები გააცილებენ, თუ რუსეთი შეთანხმებიდან გავა, – ამის შესახებ უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დენის მარჩუკმა ბრიფინგზე განაცხადა.

მარჩუკის თქმით, დერეფანი სრულად არ იმუშავებს არც ივლისში და არც აგვისტოში, რადგან მოლაპარაკებების დრო დადგება.

უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ერდოღანი აგვისტოში პუტინთან შეხვედრას გეგმავს.

„ჩვენ მივიღეთ დადასტურება თურქეთიდან, რომ ისინი მზად არიან, თავიანთი საზღვაო ძალებით უზრუნველყონ ბოსფორის დერეფნის გასწვრივ გავლა. ეს ასევე იწვევს უკრაინული პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეულ ოპტიმისტურ ხედვას“, – აღნიშნა დენის მარჩუკმა.