უკრაინის აღდგენის კონფერენციის წინ ბრიტანეთის მეფემ დიპლომატებს ლონდონში უმასპინძლა
უკრაინის აღდგენის კონფერენციის წინ ბრიტანეთის მეფემ დიპლომატებს ლონდონში უმასპინძლა

უკრაინის აღდგენის კონფერენციის წინ ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ დიპლომატებს ლონდონში უმასპინძლა. შეხვედრა წმინდა ჯეიმსის სასახლეში გაიმართა.

ორდღიანი კონფერენცია დღეს დაიწყება. მასზე ყურადღება გამახვილებული იქნება საერთაშორისო მხარდაჭერის შექმნაზე უკრაინის ომის შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით.

ღონისძიებას 1000-ზე მეტი ოფიციალური პირი დაესწრება დაახლოებით 60 ქვეყნიდან. მათ შორის, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და გლობალური ინვესტორები.

კონფერენციას ვირტუალურად დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.