უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი - უკრაინამ ოკუპირებულ ელენოვკაში დაღუპული სამხედრო ტყვეების ცხედრების დაბრუნების პროცესი დაიწყო
უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი - უკრაინამ ოკუპირებულ ელენოვკაში დაღუპული სამხედრო ტყვეების ცხედრების დაბრუნების პროცესი დაიწყო

უკრაინის უმაღლეს რადაში ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელენოვკაში დაღუპული სამხედრო ტყვეების ცხედრების დაბრუნების პროცესი დაიწყო.

როგორც დმიტრი ლუბინეცი აცხადებს, მან ასევე შესთავაზა რუსეთის ომბუდსმენს ტატიანა მოსკალკოვას, რომ ის ჩავიდეს ელენოვკაში და თავად შეისწავლოს არსებული მდგომარეობა.

მანამდე, უკრაინის ადამიანის უფლებათა დამცველმა ოფიციალურად მიმართა წითელ ჯვარს და გაერო-ს, რათა მას ელენოვკას კოლონიაში ჩასვლის და დაჭრილი უკრაინელი ტყვეების მონახულების უფლება მისცენ.
პარალელურად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა 50 დაღუპულის სია, რომელიც როგორც მოსკოვში ამტკიცებენ, უკრაინელების მხრიდან კოლონიაზე მიტანილი დარტყმის შედეგად დაიღუპა. მათი ცნობით, კიდევ 73 უკრაინელი დაიჭრა.

პოლკ „აზოვში“ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება მათ არ შეუძლიათ.

კიევი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელენოვკაში მდებარე კოლონიაში მყოფი უკრაინელი ტყვეების მკვლელობაში ბრალს მოსკოვს სდებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიაროს.