უკრაინის 159-მა მოქალაქემ საგარეო საქმეთა სამინისტროს ავღანეთიდან ევაკუაციის თხოვნით მიმართა
უკრაინის 159-მა მოქალაქემ საგარეო საქმეთა სამინისტროს ავღანეთიდან ევაკუაციის თხოვნით მიმართა

უკრაინის 159-მა მოქალაქემ საგარეო საქმეთა სამინისტროს ავღანეთიდან ევაკუაციის თხოვნით მიმართა.

როგორც უკრიანული მედია წერს, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ავღანეთის ტერიტორიაზე რჩება უკრაინის 159 მოქალაქე, რომლებმაც სახლში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს“, – აღნიშნა კულებამ.

მინისტრის თქმით, საევაკუაციო რეისების განსახორციელებლად დიპლომატები მუშაობენ ტაჯიკეთში, პაკისტანსა და ირანში არსებულ საელჩოებთან, ასევე იმ ქვეყნების საელჩოებთან, რომლებსაც თალიბებთან კავშირები აქვთ.

„მსურს, ხაზი გავუსვა, რომ უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებმაც მოგვმართეს ევაკუაციის თხოვნით, არ განეკუთვნებიან რისკჯგუფებს, რომელთა უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება. ისინი არ არიან ჟურნალისტები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები ან საზოგადოებრივი აქტივისტები“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.