უკრაინიდან ქართველი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „კუწუ“ გამოაძევეს
უკრაინიდან ქართველი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „კუწუ“ გამოაძევეს

უკრაინიდან ქართველი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელადკუწუგამოაძევეს.

უკრაინული მედიის ცნობით, გიორგი ლობჟანიძე კიევში აიყვანეს. ინფორმაცია კრიმინალური ავტორიტეტის დაკავების შესახებ ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე ვიაჩისლავ აბოშკინმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

მისივე თქმით, ეს უკვე რიგით მეოთხე „კანონიერი ქურდია“, რომელიც კიევში დააკავეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსთავში დაბადებული გიორგი ლობჟანიძე 2007 წლიდან უკრაინაში ცხოვრობს და უკრაინის მოქალაქეობა აქვს.

მედიასაშუალებების ცნობით, ლობჟანიძე იმ კრიმინალური ავტორიტეტებიდან ერთ-ერთია, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედებენ.