უკრაინელმა რეჟისორმა ოლეგ სენცოვმა, რომელიც რუსეთში 20-წლიან სასჯელს იხდის, შიმშილობა შეწყვიტა
უკრაინელმა რეჟისორმა ოლეგ სენცოვმა, რომელიც რუსეთში 20-წლიან სასჯელს იხდის, შიმშილობა შეწყვიტა

უკრაინელმა რეჟისორმა ოლეგ სენცოვმა, რომელიც რუსეთში 20-წლიან სასჯელს იხდის, შიმშილობა შეწყვიტა, – ამის შესახებ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურმა განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა. ოლეგ სენცოვმა 145 დღე იშიმშილა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ სენცოვმა საკვების მიღებაზე წერილობით თანხმობა გასცა. „მან სიცოცხლე აირჩია“, – აღნიშნა უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ვალერი მაქსიმენკომ.

შიმშილობის გამო, სენცოვმა წონაში 12 კილოგრამი დაიკლო, ამჟამად ის დიეტურ კვებაზეა.

უკრაინელმა რეჟისორმა ოლეგ სენცოვმა შიმშილობა 14 მაისს გამოაცხადა. ის რუსეთის ციხეებიდან ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვდა. 2 ოქტომბერს სენცოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა სენცოვი სამ პირთან ერთად, ყირიმში ტერორიზმის ბრალდებით 2014 წლის მაისში დააკავეს. რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, ისინი სიმფეროპოლში, სევასტოპოლსა და იალტაში დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

2015 წლის 25 აგვისტოს რუსეთის სასამართლომ რეჟისორს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.