უკრაინელმა ოფიცერმა „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა - შეიძლება, ეს იყოს ჩემი ბოლო განცხადება, მოგმართავთ, უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება
უკრაინელმა ოფიცერმა „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა - შეიძლება, ეს იყოს ჩემი ბოლო განცხადება, მოგმართავთ, უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება

ეს შეიძლება, იყოს ჩემი ბოლო განცხადება, რადგან სულ რამდენიმე დღე, ან თუნდაც საათი გვაქვს დარჩენილი – ამის შესახებ უკრაინის არმიის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელმა, სერჰი ვოლინამ, რომელიც „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება, „სიენენთან“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

უკრაინელმა სამხედრომ მსოფლიო ლიდერებს მიმართა, უზრუნველყონ დერეფანი მარიუპოლის გარნიზონისთვის და ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის.

„მოგმართავთ, რომ გადაგვიყვანოთ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე და უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება“ – განაცხადა ვოლინამ.

ვოლინამ ქარხანაში არსებული მდგომარეობა აღწერა, როგორც კრიტიკული, დიდი რაოდენობით დაჭრილი ჯარისკაცების და შეზღუდული სამედიცინო მომსახურების გამო. უკრაინელი ოფიცრის თქმით, ქარხნის ტერიტორიაზე დაახლოებით 500 დაჭრილი სამხედრო და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.