მძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის, უკრაინელი ალექსანდრ უსიკის (16-0, 12 KO) პრომოუტერმა ედი ჰირნმა მეტად დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა თავისი კლიენტის სუპერმძიმე კატეგორიაში გადასვლასთან დაკავშირებით.
„ვინ არის მზად მაისში სუპერმძიმე კატეგორიაში უსიკის დებიუტისთვის? ამის შესახებ ახალი ამბავი სულ მალე გავრცელდება“, – დაწერა პრომოუტერმა თავის „ინსტაგრამზე“.
ამას წინ, გავრცელდა ჭორი უკრაინელისა და რუსი ალექსანდრ პოვეტკინის (32-2, 24 KO) სავარაუდო ბრძოლის შესახებ. უფრო ადრე, ჰირნმა განაცხადა, რომ უსიკისა და პოვეტკინის ბრძოლა 18 მაისს, ჩიკაგოშია დაგეგმილი.