უკრაინელი ტურისტი - უზრუნველყოფილი ვართ უფასო საცხოვრებლით და კვებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია
უკრაინელი ტურისტი - უზრუნველყოფილი ვართ უფასო საცხოვრებლით და კვებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 250-ზე მეტი უკრაინელი ტურისტი, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდნენ.

„საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედით, 24-ში უკვე გავიგეთ ეს საშინელი ამბავი. ჩავვარდით პანიკაში, აღარ ვიცოდით, სად წავსულიყავით, უკრაინაში ფრენები აღარაა. გუდაურის სასტუმროს მენეჯერი დაუკავშირდა ტურიზმის ადმინისტრაციას და უკვე ადმინისტრაცია დაგვეხმარა თბილისში სასტუმროში განთავსებაში. უზრულველყოფილი ვართ უფასო საცხოვრებლით და კვებით, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე მგონია, მხოლოდ ქართველი ხალხი გაგვიგებს ჩვენ ამ სიტუაციაში, თქვენ გესმით ჩვენი და მხარს გვიჭერთ. მინდა, გამოვხატო უდიდესი მადლიერება ამ მხარდაჭერისთვის და გასნაკუთრებით მადლობა ტურიზმის ადმინისტრაციას, ჩევნი ახლობლები უკრაინაში ჩვენზე მაინც არ ნერვიულობენ, აქ მშვიდობიანად ვართ“, – აცხადებს უკრაინელი ტურისტი ოლგა ბროვარნიკი, რომლის კომენტარსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველივე წუთიდან არ აკლებს მათ  ყურადღებას, უზრუნველყოფს როგორც საცხოვრისით, ასევე აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩება.

უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ცნობით, მათთან კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი, სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.