უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქში სოფელი სტარომაისკოე გაათავისუფლეს

11:59, 28.07.2023

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქში სოფელი სტარომაისკოე გაათავისუფლეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სამხედროები ამბობენ, რომ სოფელი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.

„35-ე ბრიგადამ, ასევე ამხანაგური ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონმა, „არეიმ“ ამოცანის შესრულებისას გაათავისუფლეს სოფელი სტარომაისკოე. დიდება უკრაინას!“ – ამბობენ ვიდეოში უკრაინელი მებრძოლები.

„ჩვენი სამხრეთი! ჩვენი ბიჭები! დიდება უკრაინას!“ – წერს ზელენსკი.

დასახლებაზე კონტროლის აღდგენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარიც. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები დასახლებული პუნქტის წმენდას განაგრძობენ.

მსგავსი