უკრაინელი სამხედრო ექსპერტი კირილ საზონოვი - შემოდგომის ბოლომდე ფრონტზე ბრძოლები განსაკუთრებით სასტიკი იქნება, რადგან ახლა ალბათ ომის ბოლო ეტაპს ვადევნებთ თვალს
შემოდგომის ბოლომდე ფრონტზე ბრძოლები განსაკუთრებით სასტიკი იქნება, რადგან ახლა ალბათ ომის ბოლო ეტაპს ვადევნებთ თვალს – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა და უკრაინის არმიის 41-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ, კირილ საზონოვმა განაცხადა.
საზონოვის თქმით, პუტინმა, შესაძლოა, მიმდინარე შეტევის დროს „მთელი არმია დაწვას“, რათა ნოემბერში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარადგინოს, თუმცა მანამდე ფრონტზე მყოფ უკრაინელ დამცველებს ძალიან გაუჭირდებათ.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტის განცხადებით, პუტინის მიზანია, შექმნას შთაბეჭდილება, რომ რუსეთი მუდმივად წინ მიიწევს, თუმცა სინამდვილეში რუსეთი ასეთი ძლიერი არ არის და პუტინი ყველაფერს ვერ მიიღებს, რაც სურს.
„შემოდგომის ბოლომდე ბრძოლები ძალიან დაძაბული იქნება. ეს ყველაზე ცხელი ომის დასასრულია. შემდეგ ან ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება, ან ომი ნაკლებად აქტიური გახდება, მაგრამ ახლა, შემოდგომის ბოლომდე, პუტინი ეცდება მაქსიმალურს მიაღწიოს, ფასის შესახებ საერთოდ არ ზრუნავს“, – აღნიშნა კირილ საზონოვმა.